● აუცილებელია, რომ მექანიკური შეზღუდვის გამოყენებისას პაციენტს ნათლად აუხსნან შეზღუდვის გამოყენების მიზეზები და მისი მოხსნის კრიტერიუმები.
● ახსნა პაციენტისთვის გასაგები ტერმინებით უნდა იყოს წარმოდგენილი და საჭიროების შემთხვევაში, გაგების გასაადვილებლად, უნდა განმეორდეს.
● აუცილებელია პაციენტისთვის ავუხსნათ, თუ რა მოხდება მექანიკური შეზღუდვის პერიოდში (მონიტორინგი, სამედიცინო გამოკვლევები, მკურნალობა, დაბანა, კვება, სასმელი).